ყველაფერი რაც გაინტერესებთ საქართველოზე!

საქართველოს გერბი და დროშა.

Posted on: December 10, 2010


საქართველოს გერბის მეწამულ ველზე გამოსახულია ო ქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი–წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით, ფარს ამშვენებს ქართული ანუ ივერიული გვირგვინი.ფარის მტვირთველებად გამოსახულია ორი ლომი. ფარის საფუძველი გამოსახავს ვაზის ქართულ,სტილიზებულ ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაბთით, თეთრ წითელ სადევიზე ბაფთზე გამოსახულია დევიზი “ძალა ერთობაშია”.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება–ვერცხლის(თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუტხეებში ოთხი მცირე ჯვარით–ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ ევანგელისტს განასახიერებს. ვერცხლი(თეთრი) ჰერალდიკურად–უმანკოებას,უბიწოებას, სიწმინდეს,სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი სიმამაცეს, ვაჟკაცობას,სამართლიანობასა და სიყვარულს.

“დროშას ყველა პატიოსანი კაცი, ყოველ ერი თაყვანსა სცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას,რომლის შეუმწიკვლელი დაცვისათვის არაც–თუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან დედამიწის ზურგზედ სიცოცხლეს არ ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნიათ.”

Leave a comment


  • None
  • bela: saqartveloshi dametanxmebit bevri xvavi baraqa da misi datvarieleba dzalze lamazia misi xedebi mcxeta batumi svaneti kaxeti da bevri sxva sofeli tu qa
  • nino: saqartvelo dzalze lamazia da saintereso savsea codnit da umravlesoba mas iyenebs
  • Shanti: I came to your "როგორია საქართველო? | ყვეá

Categories