Posted by: georgialive on: December 10, 2010
This slideshow requires JavaScript.
Posted by: georgialive on: December 10, 2010
საქართველოს გერბის მეწამულ ველზე გამოსახულია ო ქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი–წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით, ფარს ამშვენებს ქართული ანუ ივერიული გვირგვინი.ფარის მტვირთველებად გამოსახულია ორი ლომი. ფარის საფუძველი გამოსახავს ვაზის ქართულ,სტილიზებულ ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაბთით, თეთრ წითელ სადევიზე ბაფთზე გამოსახულია დევიზი “ძალა ერთობაშია”.
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება–ვერცხლის(თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუტხეებში ოთხი მცირე ჯვარით–ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ ევანგელისტს განასახიერებს. ვერცხლი(თეთრი) ჰერალდიკურად–უმანკოებას,უბიწოებას, სიწმინდეს,სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი სიმამაცეს, ვაჟკაცობას,სამართლიანობასა და სიყვარულს.
“დროშას ყველა პატიოსანი კაცი, ყოველ ერი თაყვანსა სცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას,რომლის შეუმწიკვლელი დაცვისათვის არაც–თუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან დედამიწის ზურგზედ სიცოცხლეს არ ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნიათ.”
Posted by: georgialive on: December 10, 2010
მე მიყვარს ჩემი, ეს საქართველო
ტანჯული მაგრამ ძლიერი ერით
მასა ყავს მტერი უთვლელი, ბევრი.
მას არაქვს ნება იყო თამამი,
რადგან სხვასააქვს მისი ალამი.
ჩვენ გვიყვარს მხოლოდ ეს საქართველო.
საჭირო არის, რომ მოვუაროთ.
ბევრი იტანჯა ჩვენმა ქვეყანამ
მაგრამ ყოველთვის გადაიტანა.
როგორც სიტყვაში ამოგლეჯ ასოს
ისე დახიეს ეს საქართველო.
მე მინდა ვიყე ის ბედნიერი,
რომელსაც უყვარს ეს საქართველო.
Posted by: georgialive on: December 10, 2010
This slideshow requires JavaScript.
Posted by: georgialive on: December 10, 2010
Posted by: georgialive on: December 10, 2010
თავისუფლება
“ჩემი ხატია სამშობლო
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა–ბარი
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვა შუა ბრწყინდება.
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!”
Posted by: georgialive on: December 10, 2010
ქართული კულტურა და ტრადიცია ოდითგანვე მოსდევს ქართველ ხალხს და არასდროს დაუვიწყებიათ ის. ჩვენ ქართველები მივსდევთ ჩვენს ტრადიციებს ყველაფერს ისე ვაკეთებთ, ან ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, როგორიც შეეფერება ქართველ ადამიანს.
Posted by: georgialive on: December 10, 2010
ძნელია ამის აღიარება მაგრამ საქართველოში მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის უფრო გარიბ ადამიანზე ამ სიტყვებს, მაგრამ ადამიანი ხომ ადამიანია რაა მერე რომ მას არა აქვს საშუალება და არ აცვია ისე, როგორც მოდაშია ამიტომ ის არ უნდა დავჩგროთ და ვითუმეტეს შეურაწყოფა არ უნდა მივაყენოთ.
ჩემი აზრით ადამიანი, რომელიც თავის თანამემამულეზე ასე იტყვის, ის სულით ქართველი არაა.
Posted by: georgialive on: December 10, 2010
ჩვენ ალბათ ყველას გვინახავს ქართველი ადამიანი, რომელიც გმობს ქართველობას და უცხოეთისკენ მიისწრაფვის.
ქართველი ეს მარტო ეროვნება არაა, რომ იყო ღირსეული ქართველი ამისთვის სულით და ხორცით უნდა გრძნობდე საქართველოს ტკივილს,უნდა გააკეთო შენი გასაკეთებელი, დაეხმარო როგორც შეგიძლია ისე გაჭირვებულებს, უნდა გიყვარდეს შენი თანამემამულე.
Posted by: georgialive on: December 10, 2010
საქართველო ხომ ულამაზესი ქვეყანაა და მაგიტომაც ყავს ბევრი მტერი.”ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”.
გარდა ამისა საქართველო ევროპისა და აზიის გზადსაყარი ქვეყანაა, რომელსაც უშუალო კავშირი აქ, როგორც ევროპასთან ასევე აზიასთან.
გარდა ამ ყველაფრისა საქართველო მღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და საქართველოშია დაკრძალული უფლის კვართი.საქართველო ყველაზე მტკიცე და გაუტეხელი ქვეყანაა. ქართველი ხალხის ზნეობითა და რწმენით შეინარჩუნა რელიგია.
საქართველო ჩვენი საქართველო. მისი ისტორია ძალიან ვრცელია, ყველაფერი რომ მოვყვეთ ძალიან დიდი დროა საჭირო და ალბათ ვერც შევძლებ ყველაფერი ვთქვა.